პროექტების შერჩევა დაიწყო

პროექტების შერჩევა დაიწყო

       „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში, ქვედა და ზედა მესხეთში, ქვიტირში,  ქვილიშორსა და სოფელ წყალტუბოში მოსახლობასთან შეხვედრები  ჩატარდა.     არჩევნების გზით  აღნიშნულ სოფლებში  გამოვლენილია  დასაფინანსებელი პროექტები.    

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის    მერი გრიგოლ იოსელიანი   პროექტების შერჩევის პროცესს   სოფელ მუხიანისა  და  ქვედა მესხეთში   ესწრებოდა. აღნიშნული სოფლების მოსახლოებას მან თავად გააცნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.      

   ადგილობრივების გადაწყვეტილებით  სოფელ მუხიანის ცენტრში სკვერის მოწყობის,   ხოლო ქვედა მესხეთში   სპორტული მოედნის  გაკეთების   პროექტები    განხორციელდება.

      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ალექსანდრე დადუნაშვილის ინფორმაციით,  სოფელ ქვიტირში     ხმათა უმრავლეობით  ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული,      მოსახლოების განსაკუთრებული აქტიურობა დაფიქსირდა სოფელ ზედა მესხეთში ადგილობრივების უმრავლსობამ აქ  გარე განათების მოწყობას დაუჭირა მხარი.

     სოფ. წყალტუბოში ჩატარებულ  კრებაზე    საექიმო ამბულატორიის შენობას ნაწილობრივ რეაბილიტაციის   გადაწყვეტილება , ხოლო სოფ. ქვილიშორში გზა ბეტონის საფარით მოეწყობა  იქნა მიღებული.

სოფელი-ქვილიშორი.pdf

ზედა მესხეთის 

მუხიანი -

სოფელი წყალტუბო_.pdf

 /სოფელი ქვიტირი.pdf

ქვედა მესხეთი.pdf