პროექტების შერჩევა გრძელდება

პროექტების შერჩევა გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების შერჩევა გრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფელ საყულიაში, რიონში, ჩუნეშსა და ოფშკვითში ჩატარდა.
- ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა 352 ათას ლარს შეადგენს. მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით გადაწყდება რომელი პროექტების განხორცილებაა ამ ეტაზე პრიორიტეტული. მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის, ჩვენ ერთად შევძლებთ ბევრი მნიშნელოვანი პროექტის განხორცილებას, რაც სასიკეთოდ აისახება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სოფლის განვითარებაზე.-‘’ განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
სოფელ ოფშკვითში და საყულიაში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებმა გარე განათების ქსელის მოწყობის, ხოლო სოფელ რიონსა და ჩუნეშში მზა ბეტონის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

საყულია_pdf

ჩუნეში pdf

ოფშკვითიpdf

რიონი pdf