ებრაელი ინვესტორები წყალტუბოში

ებრაელი ინვესტორები წყალტუბოში

წყალტუბოში ებრაული მსხვილი ბიზნეს ჯუფების „SHEVET ACHIM” -ი და ENGELINVEST GROUP -ის წარმომადგენლები საკუთარი ბიზნეს ინტერესებით ეწვივნენ. 
წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ისრაელის უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები მიიღეს და კურორტის პოტენციალი გააცნეს. 
„ისრაელიდან ინვესტორების მოზიდვა ჩვენთვის მისასალმებელია, ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენი ურთიერთობები ინვესტირების კუთხით გაღრმავდება. მითუმეტეს, ორივე მხარე მზად ვართ თანამშრომლობისთვის,“ - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიოლ იოსელიანი. 
ბიზნესმენთა ჯგუფმა კურორტის სანატორიუმები დაათვალიერეს და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს. ჯგუფის ხელმძღვანელის დავით ალონის - აჯიაშვილის თქმით, წყალტუბოში ჩამოსვლამდე ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკის მინისტრს - გიორგი ქობულიას შეხვდნენ და კურორტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს. 
„ჩვენთვის წყალტუბო, მიღებული იყო როგორც საინტერსო თემა ბიზნესის კუთხით და გეოპოლიტიკური ხედვითაც. ჩვენი ინტერესი არ არის წერტილობრივი და პატარ-პატარა პროექტები. ჩვენ რეგიონს ვუყურებთ ერთიანი ხედვით ბიზესგანვითარებისათვის. ჯერ ჯერობით დავათვალიერებთ წყალტუბოს, მომავალში საჭიროა ფინანსური მოდელის შემუშავება. განწყობა არის ძალიან სერიოზული. - განაცხადა ENGELINVEST GROUP -ის ბორდის წევრმა დავით ალონ - აჯიაშვილმა.