წყალტუბოს ეკონომიკური განვითარების გეგმა

წყალტუბოს ეკონომიკური განვითარების გეგმა

    წყალტუბოს  ეკონომიკური განვითარების გეგმა   მომზადებულია ევროკომისიის ინიციატივა  "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ტექნიკური მხარდაჭერით. დოკუმენტი განხილული იქნა მსოფლიო ბანკის თანამშრომლების მიერ და აღიარებულია ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" პრინციპების შესაბამის დოკუმენტად. 

  -,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მიეცა იმის შესაძლებლობა, ჩართულიყო ევროკავშირის ინიციატივაში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც აქტიურად შეეწყობა ხელი მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფილ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ხელსაყრელი პირობების შექმნა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამონაწილეობის, საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევისა და ცხოვრების დონის ამაღლებისათვის. მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმის არსებობა უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის გატარებისთვის, ამასთან სტრატეგიული დოკუმენტი მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვის არსებობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია''-აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

 გეგმის    მიზანია  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გახდესა ეკონომიკურად განვითარებული საერთაშორისო დონის ცნობილი სპა-კურორტი, მიმზიდველი ადგილი ცხოვრებისა და მუშაობისთვის, საინვესტიციო შესაძლებლობებით და ტურიზმის განვითრების თვალსაზრისით, რომლის    მისაღწევად წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა დაისახა სამი სტრატეგიული მიზანი:

1 .ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია;

 2. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება  და სერვისებით მომსახურება

 3.მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობის განვითარება;

           სტრატეგიული მიზნების მისაღწევად მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა მთავარი ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2019-2020 წლებში. ძირითადი აქტივობებია ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწყობა, მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება, ინკლუზიური ტურიზმის განვითარების ობიექტების მოწყობა, აგროტურიზმის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება მაღალმთიან სოფლებში, ტურისტული ობიექტების მიმართულების მანიშნებელი აბრების მოწყობა, მნიშვენლოვანი ობიექტების რეაბილიტაცია, ტურისტული მომსახურების  სფეროში კადრების მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების ტრენინგ-კურსების განხორციელება, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში  და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება, უმუშევართა ერთიანი მუნიციპალური ბაზის შექმნა, საინფორმაციო/საკონსულტაციო ცენტრის  შექმნა კერძო ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით.

              დოკუმენტის სრული ვერსია შეგიძლით იხ- / წყალტუბოს ეკონომიკური განვითარების გეგმა_1.pdf

 გეგმა საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

გეგმის ასლის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ: მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს(ხელმძღვანელი მარეხ კანკაძე) 

 მისამართი: ქალაქი წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N25

ტელეფონი: +995 591-05-90-13

ელ-ფოსტა:tskaltubo@gmail.com