რუსთაველის ქუჩაზე მწვანე პასაჟის რეაბილიტაცია სრულდება

რუსთაველის ქუჩაზე მწვანე პასაჟის რეაბილიტაცია სრულდება

,,წყალტუბოს როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამ მიმართულებით მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელება ვფიქრობ ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის. კარგია, რომ ოპერატიულად და რაც მთავარია ხარისხიანად მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში, ტურისტულად აქტიურ ადგილას არსებული პასაჟის რეკონსტრუქცია, ხის მასალის ნაცვლად ხდება ლითონის კონსტრუქტიის მოწყობა'' - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
⏩ რუსთაველის ქუჩაზე არსებული პასაჟა 30 ნოემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა. მისი რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 97787,0 ლარი გამოიყო. სამუშაოები მალე დასრულდება.