საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა ქალაქის საბავშვო ბაღები დაათვალიერეს. ,,გახშირებული ვირუსული დაავადებების ფონზე აღსაზრდელთა გამოცხადების მაჩვენებელი დაბალია, თუმცა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოწესრიგებულია ბავშვების კვების საკითხი, დაცულია სანიტარიული ნორმები’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
- ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების" მმართველის გიორგი იობიძის განმარტებით, ჩატარებული ტენდერების შედეგად საბავშვო ბაღებში პროდუქტები შემოაქვს შვიდ სხვადასხვა ორგანიზაციას. მიღებულია ყველა ზომა, რათა პატარებმა სუფთა და თბილ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ,,საბავშვო ბაღების გაერთიანებაში" შემავალ 22 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა, სწავლის დაწყებამდე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.