წითელას საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო!

წითელას საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო!

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ითვალიწინებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას წითელას საყოველაო აცრასთან დაკავშირებით და მოსახლეობას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ უფასო ვაქცინაციის პროცესში.
„დღეს წყალტუბოს რაიონულ საავადმყოფოში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა წითელას საწინააღმდეგო აცრები გაიკეთეს რაც მოსახლეობისთვის მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ჩაიტარონ „წითელას“ საწინააღმდეგო ვაქციანაცია, რათა თავი დავიცვათ ამ საშიში დაავადებებისგან,“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. 
საქართველოში ვირუსული ინფექციების რაოდენობამ იკლო, თუმცა მედიკოსების მტკიცებით ამჯერად „წითელას ეპიდაფეთქება“ გვიტევს. სტატიკის თანახმად, პირველი იანვრიდან დღემდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 23 წითელას შემთხვევაა გამოვლენილი. 
როგორც ა(ა)იპ. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის'' უფროსი მარინა ტყეშელაშვილი განმარტავს, საყოველთაო უფასო ვაქცინაცია (გემიური აცრების გარდა) უკვე ორი დღეა მიმდინარეობს წყალტუბოს რაიონულ საავადმყოფოსა და სოფლების სამედიცინო ამბულატორიებში. 
საქართველოში სულ წითელას 335 შემთხვევა ფიქსირდება, რაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით ეპიდემიოლოგიურ აფეთქებად შეიძლება შეფასდეს. ეს მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება ამჟამად გავრცელებულია ძირითადად იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.