საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს:

1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს N 44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვროსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N 28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

3. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

4. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმიანობისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.