სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება

       წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ყველა სოფელში განსაკუთრებული აქტიურობით მიმდინარეობს. „მოსახლეობა მაქსიმალურად ჩართულია და საკუთარი უბნის თუ ქუჩის ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ ამ პროგრამამ გაამართლა’’ - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
მოსახლეობასთან შეხვედრები რამდენიმე სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს. დიდ სოფლებში დახურული კენჭისყრის(არჩევნების) გზით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ხოლო პატარა სოფლებში- ღია კენჭისყრით. 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები კიდევ 14 სოფელში იქნა შერჩეული.
მოსახლეობის ძირითადი პრიორიტეტი გზის პრობლების მოგვარებაა. აქედან გამომდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მზა ბეტონის შეძენა მოხდება სოფლებში: გუბისწყალი, პირველი წყალტუბო, ცხუნკური, ზარათი,  მეჩხერი. სოფელ თერნალი.

     გვიშტიბში სანიაღვრე არხები  მოეწყობა,  ბანოჯაში სასმელი წლის ქსელის რეაბილიტაციის, ხოლო გუმბრაში სკვერის მოწყობის პროექტები დაფინანსდება.
მიმდინარე წელს ამავე პროგრამით, გარეგანათების ქსელი მოწესრიგდება სოფელ ხომულში და ყუმისთავში. ბანოჯის მაცხოვრებლებმა წყლის ავზის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი, სკვერის გაკეთება გადაწყვეტილება მიიღო ფარცხანაყანევის მოსახლეობამ.

/პირველი წყალტუბო_4.pdf

/სოფელი თერნალი .pdf

/ფარცხანაყანევი_10.pdf

 /ზარათი.pdf

/გვიშტიბი(1).pdf

/გუმბრა.pdf

/მეჩხერი_7.pdf

/გუბისწყალი 8.pdf

/ხომული11.pdf