სოფელი პროექტებს ირჩევს

სოფელი პროექტებს ირჩევს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
პროექტების შერჩევის პროცესმა მშვიდ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა სოფელ უკანეთში, მაღლაკში, ნოღაში, სორმონში, ჭოლევში, ნამოხვანში, ჟონეთსა და ჯიმასტაროში.

 -,, ხალხი ერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივები თავად ირჩევენ რომელი პროექტის განხორციელებაა ამ ეტაზე პრიორიტეტული, ბევრი კარგი საქმე გაკეთდება, რაც სასიკეთოდ აისახება სოფლის განვითარებაზე''- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

დღეს გამართულ შეხვედრებზე სოფელ უკანეთის მოსახლეობამ სასაფლაოს შემოღობვის, ნოღისა და სორმონის მცხოვრებლებმა მზა ბეტონის შეძენის, ჭოლევის ამომრჩეველმა გარე განათების მოწყობის გადაწყვეტილებები მიიღეს. საბავშვო ბაღის გაზიფიცირება მოხდება სოფელ მაღლაკში, ამავე სოფლის მიწაწითელას უბანში კი მოეწყობა გარე განათების ქსელი