სოფელ გვისტიბში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ გვისტიბში ხანძარი ლიკვიდირებულია

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში ხანძარი ტყის მასივს გაუჩნდა და დაახლოებით 20 ჰექტარი მოიცვა. ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაცია სამი საათი გრძელდებოდა, ერთობლივად მუშაობდნენ წყალტუბოს, ქუთაისისა და ხონის სახანძრო, სამაშველო რაზმები.

 შემთხვევის ადგილას  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მოადგილეები ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი იმყოფებოდნენ.  ხანძრის სრული ლიკვიდაცია საღამოს 9 საათისთვის მოხერხდა.