წყალტუბო საერთაშორისო გამოფენაზე

წყალტუბო საერთაშორისო გამოფენაზე

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “balttour - 2019”-ზე კურორტი წყალტუბო წელს წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა სალომე ქუთათელაძე რიგაში წარადგინა. 
გამოფენაზე მსოფლიო კურორტებთან ერთად წყალტუბომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, ქუთაისის აეროპორტში პირდაპირი ავიარეისების დამატებამ ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა წყალტუბოს პოტენციალი. 
წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის დირექტორი სალომე ქუთათელაძე, ვიზიტის ფარგლებში ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თეა მაისურაძეს შეხვდა. „ ქალბატონმა თეამ ჩვენს საელჩოში წყალტუბოს შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და სხვა მასალები დაიტოვა,იგი სრულ მხარდაჭერას დაგვპირდა“ - განაცხადა სალომე ქუთათელაძემ. მისი თქმით სამკურნალო ტურიზმით დაინტერესებული ტურისტული კომპანიები წყალტუბოში აპრილის თვეში ჩამოვლენ. „ჩვენ ველოდებით ბალტიისპირეთიდან მსხვილ ტუროპერატორებს, წყალტუბოში ჩამოსულ ტურისტებს საქართველოს გარშემო სხვა ტურებსაც შევთავაზებთ. ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, წყალტუბოს ტურისტული პოტენციალით იტალიელებიც არიან დაინტერესებულნი,“ - ამბობს სალომე ქუთათელაძე.
ა(ა)იპ. „წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცეტრის“ დირექტორი ასევე ქალაქ სალდუსში ქალაქი მერის რეინის დონინიშის მიწვევით იმყოფებოდა. სალდუსი წყალტუბოს დამეგობრებული ქალაქია. „სალდუსის მერმა ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაგვათვალირებინა, საუცხოო ხელოვნების სკოლა და მუზეუმები აქვთ, თუმცა ტურისტული პოტენციალი ნაკლებია“ - აცხადებს წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი. 
“balttour - 2019” 3 თებერვალს დასრულდა