(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

თათბირი მერის წარმომადგენლებთან

5.02.2019

     წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის სამსახურების ხელმძღვნელები ესწრებოდნენ. 
თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს ქვიტირი -ფარცხანაყანევის ავტომაგისტრალის მოწესრიგებისა და სხვა მიმდინარე საკითხები. 
მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსმა მაია ფანჩულიძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების გამო, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება და მოსახლეობის ინფორმირება უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. მანვე თანამშრომლებს მისცა კონკრეტული მითითებები დოკუმენტებთან მუშაობის მიმართებით.
 მერის წამომადგენლებთან თათბირი ტრადიციულად ყოველ სამშაბათს ჩატარდება.