საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის  N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე , მერიის სტრუქტურული სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.