წყალტუბოს ცენტრალური პარკის მრავალფუნქციური დატვირთვის კონცეფციის საკითხების განხილვა

წყალტუბოს ცენტრალური პარკის მრავალფუნქციური დატვირთვის კონცეფციის საკითხების განხილვა

,,ცენტრალური პარკის ინფრასტრუქტურის განვითარების, ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნის, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის მიმართულებით მნიშვნელოვანია ბალნეოპარკის მრავალფუნქციური დატვირთვის კონცეფციის პროექტის შემუშავება, რომელიც იქნება ინოვაციური, გათვლილი კონკრეტულ შედეგებზე და რომლის განხორციელებაც ახალ სიცოცხლეს შესძენს ჩვენს უნიკალურ კურორტს''- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი 
✔️წყალტუბოს ცენტრალური პარკის მრავალფუნქციური დატვირთვის კონცეფციის კონკურსის ვადა 2019 წლის 15 მარტამდე გაგრძელდა. ეს გადაწვეტილება საკონკურსო კომისიის წევრებმა წარმოდგენილი 2 პროექტის განხილვის შემდეგ მიიღეს.
 პროექტების წარმოდგენა ავტორებს შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე: tskaltubo1@gmail.com 
ცენტრალური პარკის მრავალფუნქციური დატვირთვის კონცეფციის პროექტების შერჩევის მიზნით გამართულ კომისიის სხდომას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, მრჩეველთა საბჭოს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.