«"მთის კანონის" მონიტორინგი ზედა ზონის სოფლებში».

«"მთის კანონის" მონიტორინგი ზედა ზონის სოფლებში».

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსმა მაია ფანჩულაძემ და მონიტორინგზე პასუხისმგებელმა პირმა შოთა ნუცუბიძემ, წყალტუბოს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მონიტორინგი ჩაატარეს. ბენთქოულა,. დერჩი, დღნორისა, ზედა ონჭიეში, მექვენა, საჩხუერი და ჭაშლეთი ეს ის სოფლებია, რომლებსაც ჩვენს მუნიციპალიტეტში მთის კანონი ეხება. 
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. 
კანონის თანახმად, ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მერი იღებს. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. 
როგორც მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი მაია ფანჩულიძე განმარტავს, 
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს სტატუსი უწყდება, თუ: შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა); დატოვა მაღალმთიანი დასახლება (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა); დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა ან გარდაიცვალა. სამ თვეში ერთხელ, სწორედ ამ მინოტირონგზე გვიწევს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მონიტორინგი. მიხარია, რომ ამ სოფლებს უბრუნდება მოსახლეობა. ხალხის რაოდენობა იზრდება და უფრო მეტი ადამიანის სარგებლოს ამ კანონის სიკეთეებით,“ -აღნიშნავს მაია ფანჩულიძე. 
როგორც ცნობილია, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია სოციალური და საგადასახადო მთელი რიგი შეღავათები.
 
"მთის კანონის" მონიტორინგი ზედა ზონის სოფლებში