«ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წყალტუბოში».

«ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წყალტუბოში».

52087614_1232070466950083_6380859510952558592_n_1საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დღეს წყალტუბოში იმყოფებოდა. 
მინისტრი სოფელ მუხიანის მოსახლეობას შეხვდა. - ,, ჩვენთვის რეგიონების განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, დღევანდელი შეხვედრის მიზანია გავიგოთ ადგილობრივების აზრი არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, გავაცნოთ მათ ინფორმაციები რეგიონებში მეწარმეობის, ტურიზმისა და ბიზნესსერვისების განვითარების პროგრამების თაობაზე.'' -აღნიშნა ბატონმა გიორგი ქობულიამ. მინისტრთან ერთად მუხიანის მოსახლეობასთან შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.
- ,,მუხიანი არის ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უძველესი სოფელი, თავისი ტრადიციებით, გასულ წელს აქ განხორციელდა ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტი, მოწესრიგდა შიდა გზები, დაიწყო სოფლის გაზიფიცირება, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, ვფიქრობ მინისტრის ჩამოსვლა სასიკეთოდ წაადგება მუნიციპალიტეტის განვითარებას და კონკრეტული საკითხების გადაჭრის მიმართულებით დავიწყებთ ერთობლივ მუშაობას’’- აღნიშნა წყალტუბოს მაჟორიტარმა ცოტნე ზურაბიანმა.
          საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმერეთის რეგიონში ჩამოსვლა დადებითად შეაფასა და წყალტუბოს განვითარების პრორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. გაზიფიცირების პროცესის დროულად დასრულება, სასოფლო კლუბის რეაბილიტაცია, დასაქმება და ადგილობრივი პროდუქციის რეალიზება - ეს ის საკითხებია, რომლებზეც მოსახლეობის წარმომადგენლებმა პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიიღო.
ბატონმა გიორგი ქობულიამ სოფლის ბიბლიოთეკაც დაათვალიერა და იმერეთის განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა: 
„იმერეთის რეგიონისთვის გამოვყოფდი რამდენიმე ეკონომიკურ მიმართულებას - პირველ რიგში, ეს არის წარმოება, რომლის კარგ მაგალითად შემიძლია დავასახელო ტექსტილის საწარმო „MGM TEX“. ასეთი საწარმოების გახსნა კიდევ იგეგმება, არიან დაინტერესებული ინვესტორები და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან პერსპექტიული მიმართულება, რადგან ასეთი ტიპის წარმოებები გვეხმარება, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პროდუქცია; 
მეორე მიმართულება ეს არის ბიზნესპროცესების ე.წ. "აუთსორსინგი". ქოლცენტრები, რომლებსაც უცხოური კომპანიები საქართველოში აფუძნებენ. . 
მესამე და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმერეთისთვის, მათ შორის, წყალტუბოსთვის, არის აგრეთვე ტურიზმი, სადაც ვგეგმავთ აქტიურად მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტორები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა. მაგალითად, დღეს გავეცანი ორგანული მწვანილის საწარმოო პროცესს, რომლის ექსპორტიც ხორციელდება ევროპის ქვეყნებში. მწვანილის ექსპორტი არის ძალიან მაღალმომგებიანი ბიზნესი, მაღალი მარჟით და ეს მიმართულება შეიძლება საკმაოდ დიდი ბიზნესის სფერო გახდეს იმერეთის რეგიონისთვის, ამაში ძალიან დაგვეხმარება ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი, სადაც, ვიმედოვნებთ, გვექნება, საჰაერო-სატვირთო გადაზიდვების საშუალებაც“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
დღესვე მინისტრმა ქალაქ წყალტუბოში მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები, აბაზანები და სანატორიუმები დაათვალიერა.