სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

წყალტუბოში, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
➡️სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 240 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს: 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია, დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით, სამასწავლებლო, სასწავლო ნაწილის ოთახი, ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით, ექიმის კაბინეტი, მანდატურის/დაცვის ოთახი, სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის, კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი, დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით, რეკრეაცია, ფოიე გარდერობით, დერეფანი. სასურველია სარდაფის ან ნახევარსარდაფის არსებობა.
 ასევე მოეწყობა სპორტული დარბაზი, რომელსაც უნდა დაეთმოს შენობის I სართულზე სპეციალურად მიშენებული ფართი. დარბაზის ზომები უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის პროგრამას.
✔️სპორტულ დარბაზთან უნდა არსებობდეს სპორტული ინვენტარის სათავსი, ბიჭებისა და გოგონებისათვის ცალ-ცალკე გასახდელი, საშხაპე, სან-კვანძი. ინსტრუქტორის ოთახი საშხაპით და სან-კვანძით.
სამუშაოების შესასრულებლად ჯამში 3 მილიონ 768 ათას 295 ლარია განკუთვნილი.
➡️შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენს არაუმეტეს 20 თვეს, მათ შორის: დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა შეადგენს არაუმეტეს 5 თვეს, სამშენებლო სამუშაოებისთვის მიწოდების ვადა შეადგენს არაუმეტეს 15 თვეს.
 სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა წლებია 2 კერძო სახლშია განთავსებული.