«წყალტუბო-ქუთაისის გზაზე სათვალთვალო ჭკვიანი კამერები დამონტაჟდა».

«წყალტუბო-ქუთაისის გზაზე სათვალთვალო ჭკვიანი კამერები დამონტაჟდა».

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს შ.ს.ს.-ის ერთობლივი ინიციატივით, წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ გზაზე 4 ჭკვიანი და 2 გარესამეთვალყურეო კამერა დამონტაჟდა.
„წყალტუბო-ქუთაისის გზაზე კამერების დამონტაჟების აუცილებლობის საკითხი წლების მანძილზე იდგა, შ.ს.ს-თან თანამშრომლობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ გზაზე ჭკვიანი და გარესამეთვალყურეო კამერების განთავსებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყო. კამერების დამონტაჟება მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს,“ - აღნიშნავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი. 
კამერები დამონტაჟებულია: ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლარსის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-წყალტუბოს შემაერთებელ მონაკვეთზე, - ქუთაისიდან, (ჯავახიშვილის ქუჩიდან )- ქალაქ წყალტუბომდე, - გალაქტიონ ტაბიძის ქუჩამდე. კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
ჭკვიანი და გარესამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა ასევე ქვიტირი- ფარცხანაყანევის ავტომაგისტრალზე - რესტორან ,,ამირანთან“ (ქვიტირი) და პოლიციის განყოფილებასთან (ფარცხანაყანევი). 
შ.ს.ს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის და 119 კი ნომრის ამომცნობი. ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს.
დღეიდან სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში.