გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ სხდომა გაიმართა.

საბჭომ 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერისაა და არასამთავრობო ორგანიზაციების: კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმის” , ი.გ.პ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” , საზოგადოებრივი კავშირი “ანდამატის” , წყალტუბო –”Lion club” – ის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენდერული ბიუჯეტირების თემაზე საბჭოს წევრმა ფატი გაგოშიძემ ისაუბრა.

მოწვეულ სტუმრებს საბჭოს სამოქმედო გემის შესრულების პროცესი და სამოქმედო გეგმის ამოცანები გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა მზია კიკალიშვილმა გააცნო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ჩაკვეტაძემ მუნიციპალიტეტის იმ სოციალური პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა დაცულობას ძალადობის შემთხვევაში.

„გენდერული თანასწორობის საბჭოს“ წევრებმა ირმა ხელაძემ და ლელა ბერძენიშვილმა ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების თემაზე ისაუბრეს.

წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ ისაუბრა ახალგაზრდული საკრებულოს სამომავლო გეგმებზე,კერძოდ ახალგაზრდული საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ.

ასევე, „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ ახალი წევრი შეემატა არასამთავრობო ორგანიზაცია „ წყალტუბო – LION CLAB”, რომლის ხელმძღვანელია ეკატერინე ბოლოკაძე.

სხდომა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, მხარეებმა პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს.

იხილეთ ვრცლად: გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019 წლის სამოქმედო გეგმა (ჩამოტვირთეთ)