წყალტუბოში ბალნეოლოგიური კურორტებისთვის უახლესი ტექნოლოგიების შესახებ კონფერენცია ჩატარდა.

წყალტუბოში ბალნეოლოგიური კურორტებისთვის უახლესი ტექნოლოგიების შესახებ კონფერენცია ჩატარდა.

წყალტუბოში ბალნეოლოგიური კურორტებისთვის უახლესი ტექნოლოგიების შესახებ კონფერენცია ჩატარდა.
„წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრისა“ და საქართველოს „რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის“ მხარდაჭერით ბალნეოლოგიური კურორტებისათვის კონფერენცია მოეწყო თემაზე: „უახლესი ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების გამოყენების საფუძვლები“. 
სასტუმრო „პრომეთეში“ კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, ანგარიშები, მასტერკლასები და პრაქტიკული რჩევები მსხვილი სასტუმრო ქსელების და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. 
➡️წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ წყალტუბო არის ბალნეოკურორტების ცენტრი და ამ სფეროში ევროპული დონის ხარისხიანი მომსახურება და სერვისი, ბიზნესის განვითარებას ნიშნავს.
წყალტუბოს სასტუმროების გარდა, კონფერენციაზე სხვა ბალნეოკურორტების: ბორჯომის, ნუნისის, საირმის, ურეკის და ა.შ. სასტუმროების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საჭიროა საქართველოს ბალნეოკურორტების სრული კვლევა მოხდეს, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული პოსტსაბჭოთა დროინდელ კვლევებზე, რომელსაც ევროპა არ ენდობა, შესაბამისად იმედი გვაქვს ეს კვლევაც მალე დაიდება“ - განაცხადა „სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა. 
„რეალურად ამ კონფერენციის ჩატარების აუცილებლობა ბაზრის მოთხოვნამ მოიტანა. წყალტუბო უნდა იყოს ბალნეოლოგიის ცენტრი და აქედან უნდა ხდებოდეს ინოვაციური მეთოდების დანერგვა ქვეყნის სხვა კურორტებში. ფაქტია, რომ დღესაც ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა სივრცე აღიარებს წყალტუბოს როგორც უნიკალურ ბალნეოლოგიურ კურორტს.
კონფერენციაზე სხვადასხვა სფეროს 10-მდე სპეციალისტმა აუდიტორიას საინტერესო საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. მაგ: ტექსტილის დამუშავებისთვის ევროპული სტანდარტების გაცნობა, ჰიგიენის ნორმების დაცვა, კოსმეტიკის გამოყენების წესები და ა.შ.