საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.


2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურურის ცენტრი’’-ს თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოების და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

3.წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2019 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.

4.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და ტერიტორიების ზონებად დაყოფის შესახებ.


5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.


6.ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N35-ში მდებარე, N29.08.34.135 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა- ნაგებობაზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის 80.0 კვ.მ. მიწის ფართის, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის ფორმით, უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით, ეკლესიისათვის სამრეკლოს ასაშენებლად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

7.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ. კოდი N29.03. 35.215) განთავსებული 74.87 კვ.მ.(ოთხი ოთახი) ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

8.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ. კოდი N29.17.35.013) პირველ სართულზე განთავსებული 18.48 კვ.მ.(ერთი ოთახი) ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

9.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი’’-ს მიერ 2018 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

10.რასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურურის ცენტრი’’-ს მიერ 2018 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე , მერიის სტრუქტურული სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.