«"იმერეთის ხმის" 5 წლის იუბილე».

«"იმერეთის ხმის" 5 წლის იუბილე».

ქუთაისის ოპერის თეატრში კონკურსის - „იმერეთის ხმის“ 5 წლის იუბილე აღინიშნა. 2018 წლის გრან-პრის მფლობელი წყალტუბოს სამუსიკო სკოლის ვოკალური გუნდი წელსაც წარმატებით წარდგა აუდიტორიის წინაშე (პედაგოგი - მადონა ბობოხიძე). კონცერტს ჟიურის უცვლელი წევრი - კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი ესწრებოდა, სპეციალურად ამ დღისთვის დედაქალაქიდან ჩამოვიდნენ მომღერალი ლაშა ღლონტი და კომპოზიტორი დავით არჩვაძე. 
იუბილეზე „იმერეთის ხმის“ წინა წლების გამარჯვებულები, ძველი და ახალი მონაწილეები გამოვიდნენ. „თეიმურაზ კობახიძის სახელობის წყალტუბოს სამუსიკო სკოლას „იმერეთის ხმაზე“ წელს მესამე საჯარო სკოლის პატარა მომღერლები შეუერდნენ და ახალი სიმღერით გამოვიდნენ მსმენელის წინაშე. კონცერტზე წყალტუბოსთან ერთად ქუთაისის, თერჯოლის, ზესტაფონის, სამტრედიის, ვანის და ბაღდათის სამუსიკო სკოლის ვოკალისტებმა შეასრულეს ქართველი კომპოზიტორების უკვდავი ჰანგები. 
კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა გამარჯვებული მონაწილეები, მათ შორის წყალტუბოს გუნდი თბილისში, ქართული სიმღერის კონცეტზე მიიწვია, რომელიც სულ მალე ფილარმონიაში უნდა ჩატარდეს. 
დავით არჩვაძემ კი მისი ახალი სიმღერის ექსკლუზივი წყალტუბოელ ბავშვებს აჩუქა და აღნიშნა, რომ „იმერეთის ხმას“ მომავალი წლიდან დანარჩენი რეგიონებიც უნდა შემოურეთდნენ. მუსიკოსმა მადლობა გადაუხადა ამ კონკურსის იდეის ავტორებს მუსიკოსს ნანა იამანიძეს და მომღერალ ბექა ბანძელაძეს. 
„იმერეთის ხმას“ წლის იუბილე მოულოცა ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა.