ძიუდოისტთა მორიგი გამარჯვება

ძიუდოისტთა მორიგი გამარჯვება

ა(ა)იპ. წყალტუბოს სპორტული გაერთიანების ჭაბუკმა ძიუდოისტებმა თურქეთის ქალაქ რიზეში საერთაშორისო ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა. ჩემპიონატზე მათე და საბა გველესიანებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს. 
„ეს ორი ლომის ბოკვერი საბა და მათე ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები გახდნენ საერთაშორისო ტურნირზე, ვულოცავთ მათ მშობლებს,მწვრთნელებს, ძიუდოს მოყვარულებს გამარჯვებას“ -აღნიშნავს წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების მმართველი პაატა ბუჭუხიშვილი.