«შეხვედრა დიალოგი ,,მადლობთ ძვირფასო'».

«შეხვედრა დიალოგი ,,მადლობთ ძვირფასო'».

53486498_1240360372787759_1817388584936669184_nწყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში ორი თაობის შეხვედრა- დიალოგი ,,მადლობთ ძვირფასო’’ გაიმართა. 
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, ღვაწლმოსილი წყალტუბოელები და საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. 
ერთმანეთის სიხარულის გაზიარების, სიკეთის, მადლისა და მადლიერების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს ღონისძიების წამყვანებმა: ლილი გელენიძემ და მარიკა ბაქრაძემ. ქრისტიანული მოძღვრების, მოყვასის სიყვარულის, მადლიერებისა და უმადურობის თემებზე საკუთარი მოსაზრებები შეკრებილ საზოგადოებას გააცნო თეოლოგმა რამაზ იოსელინმა: ,,ცოდვა და მადლი თუ ვინმემ იცოდა ამ ქვეყანაზე ეს ჩვენ ვიცოდით ქართველებმა, მადლიერება ზნეობრივი თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. უმადურობაზე უარესი უბედურება ადამიანისთვის არ არსებობს’’ - აღნიშნა ბატონმა რამაზმა
ყველასთვის საყვარელმა, დამსახურებულმა წყალტუბოელებმა: გელა ხუნწარიძემ, ინგუშა აბესაძემ, თენგიზ ნიჟარაძემ, დალი ღოღობერიძემ, რეზო ასათიანმა, ზამირ მაჩიტიძემ, მარინა კვერნაძემ, ნინო კუჭუხიძემ, თეიმურაზ ჯანელიძემ გაიხსენეს თავიანთი განვლილი ცხოვრების გზა, ის კეთილი ადამიანები, რომლებმაც სული გაუთბეს, დახმარების ხელი უანგაროდ გაუწოდეს, ისაუბრეს ამაღლებულ ადამიანური ურთიერთობების, ზნეობრივი ღირებულებებისა და ჰუმანური იდეალების საკითხებზე. თითოეულმა გამომსვლელმა აღიარა, რომ არაფერი ისე არ ფასობს როგორც ჩუმად გაკეთებული სიკეთე, ერთმანეთის თანადგომა და ამ სიყვარულით სავსე სიცოცხლე, რომ უბრალო მოკვდავთ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე წუთისოფელში ჰაერივით სჭირდებათ მადლიერება, ამაგისა და ღვაწლის აღიარება და დაფასება.
-,, ესპანეთში ,,ბარსელონას’’ დამაარსებელ მოხუცი ანტონიო გაუდი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყველაზე ღარიბ საავადმოფოში გადაიყვანეს, რადგან ესპანელებმა ვერ იცნეს ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქალაქის არქიტექტურის განვითარებაში. ანტონიო გარდაიცვალა. დღეს კი ბარსელონაში ყველა ტაქსზე დევს ნიშანი ორ ფერში: ქვედა მხარე შავია, ზედა თეთრი, ნიშნად მადლლიერებისა და ნიშნად ბოდიშის მოხდისა გაუდის მიმართ. არასოდეს არ დაგვეკარგოს უნარი ვთქვათ „ბოდიში“ და „მადლობა“. -აღნიშნა ბატონმა გელა ხუნწარიძემ.
„ ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზაზე, რომ ჩვენი ქვეყნის შვილობა დავიმსახუროთ, ისეთი ქვეყნის შვილობა, რომლის წინაპრების მადლი გვასულდგმულებს, იმ მეომრების მადლი, რომლებმაც წეროვანში მდებარე ტაძრის ქვებზე ხმლების ალესეს და იქედან წამოღებული მადლით გაუსწორდენენ მოწინააღმდეგებს, მადლიერება სიყვარულის ფორმააა, ის უდიდესი ენერგიისა და ძალის მატარებელია, სიტყვას უნდა მივცეთ ძალა, სიტყვას უნდა ჰქონდეს ის სიმტკიცე, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქებთ. ,,უფალო ღმერთო ნატვრის გამგონო, გთხოვ ეს ცხოვრება ისე ამიწყო, ჩემი სიკეთე არ მომაგონო, სხვისი სიკეთე არ დამავიწყო“ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ.
ორი თაობის შეხვედრა დიალოგის ჩატარებისა და გამორჩეულად კარგი წყალტუბოელების განვლილ ცხოვრების წარმოჩენისთვის ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა- ,,მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ მართლაც საჭირო და ლამაზი ღონისძიების ორგანიზატორების მიმართ. წყალტუბოს მართლაც ბევრი აქვს საამაყო სწორედ იმით, რომ აქ ბევრი ღირსეული პიროვნება ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მადლობა მათ უანგარო სამსახურის, დაუღალავი შრომისა და სიკეთის კეთებისთვის, მადლობა თქვენ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს აძლევთ საუკეთესო მაგალითს, რადგან დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთიანობა და ეროვნული იდეალებისა და ზენობრივი ფასეულობების დაცვა''- განაცხდა ბატონმა გრიგოლმა.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ფოლკლორული ანსამბლის ,,ნადურის'' წევრებმა.
ორი თაობის შეხვედრა დიალოგის ,,მადლობთ ძვირფასო''- სცენარისა და იდეის ავტორის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის სულიკო სვანიძის განცხადებით, ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარებული ღონისძიებით დასრულდა საბიბლიოთეკო აქცია, შეხვედრა-დიალოგი "მადლობთ, ძვირფასო", რომელიც თითქმის ყველა სასოფლო ბიბლიოთეკაში მოეწყო.
 
შეხვედრა დიალოგი ,,მადლობთ ძვირფასო''.