წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს აგრძელებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს აგრძელებს.

 საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბანსა და სოფელ სოფელ ფარცხანაყანევში (რეხის ტყის უბანი ) 
პარალელურად, ბეტონის საფარი იგება ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე 8 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოებში. 
  სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს. 
  -,,2019 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 14 მსხვილი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, აქედან 5 პროექტზე უკვე გამოცხადებულია ტენდერები. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავაფინანსებთ მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რაც ჯამში დადებითად აისახება როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებზე, ასევე მოსახლოების მიერ დასმული პრიორიტეტული საკითხების დადებითად გადაწყვეტაზე''- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი