წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტები მიიღო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტები მიიღო

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტები მიიღო და ბალნეოლოგიური კურორტის პოტენციალი გააცნო.
 ,, მიხარია, რომ ეს საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენი სამშობლო უნდა დაიცვან, მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანონ დღეს ჩვენი სტუმრები არიან, ვფიქრობ წყალტუბო როგორც უნიკალური კურორტი ყოველთვის იქნება თითოეული მათგანისთვის გულითადი მასპინძელი, სადაც შეძლებენ აქტიურ დასვენებას'' -განაცხადა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა. 
 კადეტებმა ,,პრომეთეს'' მღვიმე დაათვალიერეს და წყალტუბოს ტურიზმის განვითარების საკითხებზე ინფორმაციები მიიღეს.