წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში 2016-17 წლის წარჩინებული მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში 2016-17 წლის წარჩინებული მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს

53392863_1242365945920535_5880495086529150976_n_1წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში 2016-17 წლის წარჩინებული მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს. დაჯიდლოვების ცერემონიალი განათლების რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა გახსნა.
 13 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალოსანს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
 ,, მიხარია, რომ დღეს თქვენს გვერდით ვარ, მინდოდა თითოეული თქვენგანის პირადად ნახვა და ამ დიდი გამარჯვების მილოცვა, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში მიღებული ცოდნა იყოს შეფასებული, ეს ამავე დროს არის სტიმული, რათა მომავალში ახალი გამოწვევების მისაღებად იყოთ მზად და თქვენი წვლილი შეიტანოით როგორც წყალტუბოს, ასევე ქვეყნის განვითარებაში. ხარისხიანი განათლებისა და სწავლების გარეშე სხვა გზა, სხვა პერსპექტივა არ არსებობს, აქ ერთად ერთად უნდა ვიყოთ, ამაზე ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო, მისი განათლების სისტემა და ადგილობრივი ხელისუფლებაც. დიდი მადლობა პედაგოგებს, რომელთა ღვაწლიც შეუფასებელია და რომლებმაც კიდევ ბევრი თაობა უნდა აღზარდონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ’ ’- განაცხადა პარლამენტარმა ცოტნე ზურაბიანმა 
 ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცოდნას, განათლებას, მომავალი თაობის აღზრდას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. წარმატებული, რეალიზებული და მიზანდასახული მომავალი თაობა არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, თქვენს პედაგოგებს, მშობლებს ამ მართლაც შეუფასებლი ჯილდოს მიღებას. ვიცი, რომ ეს დიდი შრომის, ნებისყოფისა და ნიჭიერების შედეგია, გისურვებთ ახალ წარმატებებს ''- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
 მედალოსნების დაჯილდოვების ცერემონია მუნიცალიტეტის მერიაში წლებია ტრადიციულად იმართება.