3 მარტი

3 მარტი

  53381805_1243038035853326_5112893699549822976_n  დედის დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ და ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლებმა ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცეს. 
 ,,ყველა დედას ვულოცავ ამ ლამაზ დღეს! მთელი ჩვენი ისტორია სწორედ დედების თავდადების, გამძლეობისა და სათნობის მაგალითია, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ბედნიერებას! თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ამ ბავშვების კეთილდღეობისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის''-აღნიშნმა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.
  ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმოადგინეს. ცენტრის კედლებს მათ მიერ შექმნილი ნახატები და თექაზე ნამუშევრები ამშვენებდა