წყალტუბოს საფეხბურთო გუნდმა „სამგურალმა“ გორის „გორთან“ თამაში ფრედ 1:1 დაასრულა.

წყალტუბოს საფეხბურთო გუნდმა „სამგურალმა“ გორის „გორთან“ თამაში ფრედ 1:1 დაასრულა.

     53648484_1244411805715949_4806333622749495296_n_1წყალტუბოს საფეხბურთო გუნდმა „სამგურალმა“ გორის „გორთან“ თამაში ფრედ 1:1 დაასრულა. თამაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა,  წყალტუბოს სამგურალმა გოლი პირველივე წუთებში გაიტანა, გოლის ავტორი ჯუმბერ ხმელიძე იყო, თამაშის მანძილზე წყალტუბოელები უპირატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა მეორე ტაიმის დასრულებას 20 წამი აკლდა, როცა გორის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. 
  მორიგი თამაში „სამგურალს“ 12 მარტს მარტვილის „მერანთან“ აქვს საკუთარ სტადიონზე. 
თამაშს ესწრებოდნენ წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, მოადგილეები ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი.  საფეხბურთო კლუბის       „სამგურალის“ხელმძღვანელმა ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომ წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნება „სამგურალი“ - ქედის „ბეთლემს“ შეხვდება.