ქალთა საერთაშორისო დღის მილოცვა

ქალთა საერთაშორისო დღის მილოცვა

„გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, სიმშვიდეს, კეთილდღეობას თქვენს ლამაზი ოჯახში.
 გაზაფხულის მზის სხივის ბრწყინვალება არასოდეს ჩამქრალიყოს თქვენს გულსა და თვალებში. გისურვებთ წარმატებებსა და უფლის წყალობას.“
- ამ გზავნილით მიულოცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დღეს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს, მრავალშვილიან დედებს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მამუკა სამაკაშვილის, მამია ფანცულაიას და რომან უგრეხელიძის ოჯახის წევრებს ქალთა საერთაშორისო დღე. 
 წყალტუბოელ ქალბატონებს მერთან ერთად ყვავილები და მისალოცი ბარათები საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ და მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა გადასცეს.