სოფელ ხომულის ბაღის გახსნა

სოფელ ხომულის ბაღის გახსნა

   53790549_1245772532246543_5521509788510322688_n_2 წყალტუბოში რიგით 23-ე საბავშვო ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ გახსნეს. 
   საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების’’ მმართველი გიორგი იობიძე, მოადგილე ნინო კუჭუხიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
   ,,სკოლამდელი განათლება ყველა ოჯახისთვის უნდა იყოს ხელმისაწავდომი, ამ მიმართულებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, აუცილებელია შეიქმნას ყველა პირობა პატარების აღზრდისა და განვითარებისთვის’’ - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ 
   ,, სოფელ ხომულში ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, ეს დადებითად იმოქმედებს როგორც მომავალი თაობების აღზრდის, ასევე სოფელში მიგრაციის პრობლემის მოგვარებაზე’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
სოფელ ხომულის საბავშვო ბაღის შენობა გათვლილია 4 სასწავლო სააღმზრდელო ჯგუფზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილია სამზარეულო, საძინებელი, აქტივობების დარბაზი, სველი წერტილები. ხომულის ბაღში ამჟამად 12 აღსაზრდელის სკოლამდელ აღზრდასა და განვითარებაზე ადგილობრივი კადრები ზრუნავენ. მომავალში დაგეგმილია საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ახალი ინვენტარის შეძენა.