ტრადიციული გამწვანების აქცია მახათას მთაზე

ტრადიციული გამწვანების აქცია მახათას მთაზე

გამწვანების აქციის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მაჟორიტარმა დეპუტატმა  ცოტნე ზურაბიანმა,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მერის პირველმა  მოადგილემ  ზურაბ მაისურაძემ, საკრებულოს წევრებმა, ა(ა)იპ წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებმა  მახათას მთის სამონასტრო კომპლექსის მშენებარე აღდგომის მამათა მონასტრის ეზოში სანერგე მეურნეობიდან შერჩეული 100 ძირი სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს.

,,2015 წლიდან  პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მახათას მთაზე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში წყალტუბოს ხეივანი გავაშენეთ. უკვე  ყოველწლიურ ტრადიციად  ვაქციეთ  ამ დალოცვილ მიწაზე ჩავატაროთ გამწვანების აქცია. დღეს ჩვენი მწვანე ქალაქიდან საჩუქრად ჩამოვიტანეთ ნერგები-- სიმბოლო მომავლის,  სიკეთის, მშვიდობის, იმედის...რაც ესოდენ სჭირდება ჩვენს სამშობლოს! არ შემიძლი არ აღვნიშნო ს/ს ,,შევარდენის’’ და გიზო თავაძის მხარდაჭერა ამ დიდ, სამამულიშვილო საქმეში, რისთვისაც დიდი მადლობა მას ‘’- აღნიშნა პაატა ახალაძემ.