ეტალონის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება

ეტალონის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება

    53469055_1245917522232044_8244767582456905728_nწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და რიონის თემის მაჟორიტარი დეპუტატი მაკა ჭელიძე ესტუმრნენ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა 2018-2019 წლის წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის, გამოსავლენ ინტელექტუალურ კონკურსში IV ადგილის დაკავებისთვის არჩილ ხანთაძეს საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ , ხოლო სკოლას წიგნები და ბურთები გადასცა. 
   კონკურსში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და წარმატებულად წარმოჩენისათვის მასწავლებლებს დიპლომები გადაეცათ.
 ,,წიგნიერმა და განათლებულმა მომავალმა თაობამ უნდა იზრუნოს ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეების გამოვლენისა და მხარდაჭერისთვის''- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა