(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერმა ქალთა საერთაშორისო დღე წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, კოლორტ ქალბატონს, დამსახურებულ მედიკოსსა და პოეტს, 80 წლის ელადა ქაროსანიძეს მიულოცა

8 მარტი

წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერმა ქალთა საერთაშორისო დღე წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, კოლორტ ქალბატონს, დამსახურებულ მედიკოსსა და პოეტს, 80 წლის ელადა ქაროსანიძეს მიულოცა. ქალბატონ ელადას ჯანმრთელობა და უფლის წყალობა უსურვა მერის თანაშემწემ ირმა ხელაძემ. 
ელადა ქაროსანიძე წლების განმავლობაში ასრულებდა ექიმის საპატიო მოვალეობას, გამოიჩეოდა გულისხმერებითა და შინაგანი კულტურით, იგი დღესაც მიუხედავად თვალისჩინის წართმევისა, აგრძელებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას თანამშრომლობს პირველი არხის რადიოსთან, გაზეთ ,,ახალ წყალტუბოსთან'', წერს ლექსებს, მის ჩართვებს მუდამ გულისყურით ელოდება მსმენელი. 
ელადა ქაროსანიძე მხოლოდ გულით იხედება, ალბათ ამიტომ არის ყველაზე სამართლიანი და სათნო ქალბატონი, სამაგალითო დედა და ქალი მომავალი თაობებისთვის.