გეგმიური ბიუროს სხდომა

გეგმიური ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, საკრებულოს წევრები მორიგ სხდომაზე მოისმენენ შემდეგ საკითხებს:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2018 წლის III – IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ თანამშრომელთა სამუშაო, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოების და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

3.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ მიერ 2018 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2018 წლის გაწეული მუშაობის შესახებ.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების გაერთიანების“ მიერ2018 წლის III – IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

6.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ მიერ 2018 წლის III – IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

7.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ მიერ 2018 წლის III – IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.