წყალტუბოს დელეგაციის ვიზიტი საბერძნეთში

წყალტუბოს დელეგაციის ვიზიტი საბერძნეთში

  53668455_1250404248450038_4264637267747799040_nწყალტუბოს მუნციპალიტეტის დელეგაცია: მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, თს ჰოლიდინგის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ზვიადაძე და ტურიზმის ცენტრის მმართველის მოადგილე ირაკლი მაისაშვილი,ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებიან.
 -,,წყალტუბო 2017 წელს გახდა „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის" წევრი, ჩვენ ვმონაწილეობთ „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების გენერალურ ასამბლეაში, ვესწრებით მნიშვნელოვან შეხვედრებსა და პრესკონფერენციებს, რაც ვფიქრობ სასიკეთოდ აისახება წყალტუბოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებაზე’’- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი
  „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაცია" დაფუძნდა 2009 წელს ქ. ბრიუსელში. ასოციაციის წევრები არიან ისეთი ცნობილი კურორტები, როგორიცაა ვიში, კარლოვი ვარი, ბადენ-ბადენი, ბუდაპეშტი და სხვა.