მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალური პროგრამების გაცნობის მიზნით

მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალური პროგრამების გაცნობის მიზნით

წყალტობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“– ს ინიციატივით დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალური პროგრამების გაცნობის მიზნით. სსიპი ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში  პედაგოგებთან შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომელსაც  უძღვებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბადრი პაპავა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის   თავმჯდომარე ლაშა  კაკრიაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი  ნათია ჩაკვეტაძე. 

საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებულ სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამოქალაქო ბიუჯეტირების   ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.