წყალტუბოში მდებარე სილამაზის სალონების ოფიციალური შემოწმება დაიწყო

წყალტუბოში მდებარე სილამაზის სალონების ოფიციალური შემოწმება დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სილამაზის სალონების ოფიციალური შემოწმება დაიწყო.

დღეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლაშა კაკრიაშვილმა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ჩაკვეტამ და ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მმართველმა მარინა ტყეშელაშვილმა ქალაქ წყალტუბოში  მდებარე  სილამაზის სალონები შეამოწმეს.

მათ შეისწავლეს აღნიშნულ სალონებში არსებული მდგომარეობა  და თითოეულ მათგანს მიეცათ გონივრული ვადა კანონის შესაბამიშობაში მოიყვანონ ჰიგიენური ნორმები.