მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალური პროგრამების გაცნობის მიზნით გრძელდება

მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალური პროგრამების გაცნობის მიზნით გრძელდება

მუნიციპალური პროგრამების გაცნობის ფარგლებში (რომლის ინიციატივაც ეკუთვნის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფარქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“) მორიგი შეხვედრა გაიმართა სოფელ ხომულში და სოფელ გუმბრაში.

შეხვედრას უძღვებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბადრი პაპავა, მერიის  სოციალური სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე, მერიის წარმომადგენელი გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ომარ სინაურიძე.  ყურადღება გამახვილდა სოციალურ  და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე, რომელსაც ახორციელებს მუნიციპალიტეტი.