აფხაზეთის ომის გმირი წყალტუბოში სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთის ომის გმირი წყალტუბოში სამხედრო პატივით დაკრძალეს

        აფხაზეთის ომის დროს დაღუპული, კიდევ ერთი ჩვენი ღირსეული თანამემამულე გივი მანაგაძე წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს. სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირის ხსოვნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.
მებრძოლი გივი მანაგაძე 1993 წელს ბაბუშერას აეროპორტში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა. სხვა თანამებრძოლებთან ერთად მისი ნეშთი დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან გადმოასვენეს.