წყალტუბოს სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 გაიხსნა

წყალტუბოს სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 გაიხსნა

 54436547_1253444451479351_7790354772615233536_n_1წყალტუბოს სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 გაიხსნა. 
ოლიპიადის გახსნის ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ჯანმრთელი, აქტიური და მიზანდასახული მომავალი თაობის აღზრდა არის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთერთი პრიორიტეტული თემა, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასკოლო ოლიპიადაში საზოგადოების და განსაკუთრებით მოსწავლე – ახალგაზრდობის მასობრივი ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა განაცხადა''- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ოლიმპიადის პირველი დღე მინი ხელბურთის ტურნირით დაიწყო. მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები მიიღებენ. თამაშები სპორტის 9 სახეობაში ჩატარდება.