წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფლებში მოსახლეობას ხვდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფლებში მოსახლეობას ხვდება

     54222378_1253575614799568_3912283592507523072_n_1წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდება და 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებს აცნობს. 
    „ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ვერ ახერხებს ჩვენამდე მოსვლას, სწორედ ამიტომ ანგარიშვალდებული ვარ მივიდე ყველა სოფელში და ვუთხრა მოსახლეობას თუ რას ვაკეთებთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გასაუმჯობესებლად. ხალხსა და ხელისუფლებას შორის კავშირი არასოდეს არ უნდა გაწყდეს ასეთია ჩვენი გუნდის პოზიცია, ერთად უნდა ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე“ - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
    სოფელ გუმბრის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერთან, მერის წარმომადგენელი გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ომარ სინაურიძე, მერის მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე, ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბადრი პაპავა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს.