წყალტუბოში გზების მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოში გზების მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება

   წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სოფელ ბანოჯაში წმინდა გიორგის ტაძართან მისავლელი გზის სამუშაოები დაათვალიერა.
   აღნიშნული გზის აღდგენას წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ამ გზის სარეაბილიტაციოდ 40მეტრ.კუბი მზა ბეტონის შესყიდვისთვის 5400 ლარი გამოიყო. გზის დაგების სამუშაოებს მოსახლეობა ასრულებს.
  „ ადგილობრივი თვითმმართველობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ბევრი მნიშნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. კარგია, რომ ამ კონკრეტულ სოფელში მოსახლეობის მხარდაჭრით მოხერხდა ტაძართან მისასვლელი გზის დაგება’’ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
  როგორც მერის წარმომადგენელი გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ომარ სინაურიძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტით, 
  სოფელ ბანოჯაში (ქვაბას უბანში) 160 მ.3 ბეტონია შეძენილი, ღირებულებით - 35100 ლარი.
  სოფელ გუმბრაში ჩაქსელიანების უბანში 180 მ.კ. ბეტონის შესაძენად 20700 ლარი დაიხარჯება. 
  ამავე სოფელში გურეშიძის ქუჩისთვის მზა ბეტონის შესაძენად 2700 ლარია გამოყოფილი.