ქართული ჟურნალისტიკის დღე

ქართული ჟურნალისტიკის დღე

54403637_1254970907993372_6858934188981092352_nქართული ჟურნალისტიკის დღე წელს განსაკუთრებულად აღინიშნა წყალტუბოში. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, გაზეთ ,,დროების’’ რედაქტორის სერგეი მესხის ხსოვნას. 
წყალტუბოს მთავარი ბიბლიოთეკაში მოეწყო შეხვედრა-დიალოგი მედიის წარმომადგენლებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ასრულებდნენ ჟურნალისტის საპატიო მოვალეობას, შეხვედრას გამოცდილ კოლეგებთან ერთად ახალგაზრდა ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. 
შეხვედრის წამყვანმა ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს კულტურის ცენტრის’’ მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ ჩვეული ოსტატობით ისაუბრა ჟურნალისტის დანიშნულებასა და ფუნქციაზე, აღნიშნა, რომ ეს პროფესია მრავალმხრივ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. შემდეგ თავად ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება ესაუბრათ პროფესიული არჩევანისა და განვლილი ცხოვრების გზის შესახებ. ჟურნალისტებმა ირმა მარდალეიშვილმა, ნონა კვერნაძემ, ნათია ღოღელიანმა, სოფიკო ყანჩაველმა, მარინა გოტიაშვილმა, მურთაზ კანკაძემ, გოჩა ძნელაძემ, შორენა შანიძემ და სხვებმა საინტერესოდ გააცნეს საზოგადებოებას თავიანთი ისტორიები და გაუზიარეს შთაბეჭდილებები. 
წყალტუბოელ ჟურნალისტებს შემოქმედებით წარმატებები უსურვა და სიმბოლურად მისალოცი ბარათები გადასცა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და დემოკრატიულ ქვეყანაში თავისუფალი მედიის დანიშნულების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება თავიანთ გამოსვლებში საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ნიჟარაძემ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბადრი პაპავამ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეები“-ის თავმჯდომარემ ლატავრა ბენდელიანმა. სამართლობის პრინციპის დაცვისა და მიუკერძოებელი ობიექტური შეფასებების აუცილებლობის საკითხები განიხილეს დაჩი და რამაზ(ბაჩო) იოსელიანებმა.
სალონურ შეხვედრაზე გაიხსენეს ცნობილი ჟურნალისტი, პირველი არხის კორესპონდენტი, აფხაზეთის ომის ქრონიკების ავტორი დიანა ციბაძე. ისაუბრეს წყალტუბოში ტელეკომპანია ,,ედელვაისის’’ მაუწყებლობის პერიოდსა და გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს’’ რედაქტორის მურთაზ კანკაძის შრომისმოყვარეობაზე, ცნობილი წყალტუბოელი ჟურნალისტების ვილენ მარდალეიშილს, რეზო ბალანჩივაძისა და ჯემსი კეპულაძეს ღირსებებსა და ღვაწლზე.