«დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე წყალტუბოში».

«დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე წყალტუბოში».

 55516224_1254989031324893_576748944608985088_n დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სლოგანით: ,,არავინ დატოვო მიღმა’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოეწყო მსვლელობა, რომელსაც ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები და წარმომადგენლები შეუერთდნენ. 
გაიმართა სხვადასხვა აქტივობები და კულტურული ღონისძიებები. ქალაქის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ვოკალური ანსამბლ „ოცნების“ და სამეჯლისო ცეკვების წრის „ფიესტას“ წევრებმა კიდევ ერთხელ მოაწყვეს ნამდვილი დღესასწაული და თანატოლებს აჩუქეს სითბო, ღიმილი და სიყვარული. 
ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარებს, მშობლებსა და პედაგოგებს დაუნის სინდრომის დღე მიულოცა მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა. ,,ადგილობრივი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის, ამ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირების მიმართულებით, მალე ინკლუზიურ ცენტრში მოემსახურებიან 22 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს, ჩვენ ერთად ვიზრუნებთ მათ მომავალზე - აღნიშნა ბატონმა ალექსანდრე დადუნაშვილმა.
თანადგომის, მხარდაჭერისა და გულთბილი მეგობრობისთვის ღონისძიების ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს მადლობა გადაუხადა ინკლუზიური ცენტრის მმართველმა ნინო ნემსიწვერიძემ