წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება.

  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება. სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს როგორც ქალაქში ასევე სოფლებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს ვადები და კონტროლდებოდეს ხარისხი’’ -აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი. 
   სოფლების რიონისა და ზარათის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილემ ალეკო დადუნაშვილმა, მერიის წარმომადგენელმა რიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ელბაქიძემ დაათვალიერეს. 
   სოფლების რიონისა და ზარათის დამაკავშირებელი 3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.