წყალტუბოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

წყალტუბოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

  55587664_1255496561274140_2763652098804416512_nწყალტუბოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მიიღო და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 15 წყალტუბოელი ახალგაზრდა კი ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა, სადაც წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები წყალტუბოს უნიკალური სამკურნალო წყლის შესახებ. 
,,დღეს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე შეახსენებს ყველას, რომ რაციონალურად და ეკონომიურად უნდა გამოვიყენოთ წყლის რესურსები. წყალტუბო და საირმე სამკურნალო კურორტებია, ჩვენ 2017 წელს გავხდით „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის" წევრები, მონაწილეობა მივიღეთ „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების გენერალურ ასამბლეაში, დავესწარით მნიშვნელოვან შეხვედრებსა და პრესკონფერენციებს.რაც ვფიქრობ სასიკეთოდ აისახება სამკურნალო ტურიზმის განვითარებაზე'' -აღნიშნა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ,,პრომეთეს’’ მღვიმის საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ქალაქ წყალტუბოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. განიხილეს წყალტუბოსა და ბაღდათის სამკურნალო წყლების თვისებები. ა(ა)ი.პ წყალტუბოს მუნციპალიტეტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის’’ ეკოლოგიის წრის (ხელმძღვანელი ცირა ბერეკაშვილი) წევრებმა, სკოლა ,,ოცნების’’ X კლასის მოსწავლეებმა: მარიამ კუხალაშვილმა, ქრისტინე ფანცხავამ, ნონა აკიმჩევმა საზოგადოებას გააცნეს მასალები წყალტუბოს ისტორიისა და კარსტული მღვიმეების შესახებ. აქტივობებში ,,წყალტუბოს ახალგაზრდების საკრებულოს" წევრებიც ჩაერთნენ.
ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრში’’ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ახალგაზრდებს წარუდგინეს პრეზენტაციები წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. 
სტუმრებმა დაათვალიერეს ბალნეოლოგიური ცენტრი „Be healthy“-ი და „ბალნეოკურორტი წყალტუბო“
წყლის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით წყალტუბოში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა უზრუნველყო.