წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფურჩხეთის სკოლაში იმყოფებოდნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფურჩხეთის სკოლაში იმყოფებოდნენ

  55686868_1257407434416386_5282161543255949312_nწყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფურჩხეთის სკოლაში იმყოფებოდნენ. 
  ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ პრიზიორი - ანა წიწილაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა.
   სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ პედაგოგები: ირინა ახალაძე და დიანა ჯიშკარიანი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ დიპლომი გადასცა ოფურჩხეთის სკოლის დირექტორს მიხეილ უშვერიძეს.
  ამავე დღეს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სკოლის ეზოში და გმირთა მემორიალის სკვერში მწვანე ნარგავები დარგეს. 
  სკოლის წინ არსებული ზებრა გადასასვლელი წყალტუბოს სამხატვრო სკოლის პედაგოგებმა მოხატეს.