წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს

 53912529_1258314344325695_8195178998158852096_n წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ომარ სინაურიძესთან ერთად დღეს სოფელ გუმბრაში(ბობოხიძეების უბანში) გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
   -,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია, მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების დაგება რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად მიმდინარეობს, ეტაპობრივად მოხდება ყველა დაზიანებული გზის რეაბილიტაცია, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მოსახლეობა თავად იღებს მონაწილოებას’’ - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი. 
   მიმდინარე წელს გუმბრის ადმინისტრაციული ერთეულში გზების დაგების 5 პროექტი ხორციელდება, მზა ბეტონის შეძენის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.